რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 2 ივნისს, სტამბოლში გაიმართება

რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 2 ივნისს სტამბოლში გაიმართება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის დელეგაცია, პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით, მზადაა სტამბოლში წარადგინოს მემორანდუმი სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ.

„დოკუმენტი შეიცავს ყველა ასპექტს უკრაინაში კრიზისის ძირეული მიზეზების საიმედოდ დაძლევასთან დაკავშირებით და რუსული მხარე მზადაა განმარტოს ისინი.

მოსკოვი იმედოვნებს, რომ სამშვიდობო პროცესის წარმატებით დაინტერესებული პირები მხარს დაუჭერენ მოლაპარაკებების ახალ რაუნდს.

რუსეთი მადლობას უხდის თურქეთს მათთვის პლატფორმის მიწოდებისთვის“, – აღნიშნა ლავროვმა.

მანამდე, პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მემორანდუმის პროექტზე მუშაობა დასრულებულია. თუმცა, კრემლი მედიის საშუალებით არ განიხილავს უკრაინის შესახებ დოკუმენტების შინაარსს, რომლებიც ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები