ტრამპი: ვერ გეტყვით, სურს თუ არა პუტინს ომის დასრულება, მაგრამ ამას დაახლოებით ორ კვირაში გავიგებთ

ვერ გეტყვით, სურს თუ არა ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება, მაგრამ ამას დაახლოებით ორ კვირაში გავიგებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ის სხვანაირად უპასუხებს, თუ აღმოაჩენს, რომ პუტინი შეერთებულ შტატებს ატყუებს.

„ჩვენ გავარკვევთ, გვატყუებს თუ არა ის და თუ ასეა, ჩვენ ცოტა განსხვავებულად ვუპასუხებთ“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ რატომ არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მან თქვა, რომ არ სურს „ჩაშალოს“ სამშვიდობო შეთანხმების შანსები და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პუტინთან [მოლაპარაკებების მაგიდასთან] დაჯდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები