ზურაბ ადეიშვილთან მუშაობის პერიოდში ოთარ კახიძემ 143, 797 ლარი მიიღო

  ადვოკატ ოთარ კახიძეს, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატია, ზურაბ ადეიშვილის მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროში მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა.
ოთარ კახიძემ იუსტიციის სამინისტროში მუშაობა 2010 წელს დაიწყო და მას სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა ეკავა.
ოთარ კახიძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ მას მეუღლე და ორი შვილი – ვაკო და დუდუ ჰყავს.
იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის დეკლარაცია მწირი ინფორმაციით გამოირჩევა. თუმცა, სხვდასხვა დროს თანამდებობიდან მიღებულ შემოსავალს მაინც მიუთითებს.
ოთარ კახიძემ იუსტიციის სამინისტროში მუშაობისას, 2010 წელს – 25 200 ლარი მიიღო.
2011 წელს – 58 000 ლარი, 2012 წელს კი მისი შემოსავალი 60 597 ლარს გაუტოლდა.
იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა სამ წელიწადში, შემოსავლის სახით თანამდებობიდან 143 797 ლარი მიიღო.

1

2

3

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები