ეროვნული ბანკის კუთვნილი თანხის დაუფლების ფაქტზე, “პაულ შურელ უნდ ირაო გრუპის” დირექტორი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ეროვნული ბანკის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე , “პაულ შურელ უნდ ირაო გრუპის” დირექტორი გ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენდა, რომ ,,საქართველოს ეროვნულ ბანკსა”” და შპს “პაულ შულერ უნდ ირაო გრუპს” შორის, გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების შესახებ. “2014 წლის 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, სსიპ “საქართველოს ეროვნული ბანკის” კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა შპს “პაულ შურელ უნდ ირაო გრუპის” დირექტორი გიორგი ქაიხოსროს ძე მაღრაძე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენლია, რომ ,,საქართველოს ეროვნულ ბანკსა”” და შპს “პაულ შულერ უნდ ირაო გრუპს” შორის, რომლის დამფუძნებლები არიან ზაზა თარგამაძე, გიორგი მაღრაძე და რუბენ მილარი, გაფორმებული იქნა ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების შესახებ. საწარმოს დირექტორმა გიორგი მაღრაძემ დამკვეთს მიაწოდა შესრულებული სამუშაოს ყალბი აქტები, სადაც სამუშაოების მოცულობა და ღირებულება ხელოვნურად იყო გაზრდილი. აღნიშნულით იგი თაღლითურად დაეუფლა “საქართველოს ეროვნული ბანკის” კუთვნილ, 1 246 821 ლარს”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.