ბოლნისის მერია: დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, იროდი უგრეხელიძემ, მერიის თანამშრომლებთან ერთად, „განთიადის“ ბენეფიციარები მოინახულა და ტკბილეული გადასცა
ბოლნისის მერია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, იროდი უგრეხელიძემ, მერიის თანამშრომლებთან ერთად, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარები მოინახულა და ტკბილეული გადასცა.
ცენტრის ბენეფიციარები სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბენეფიციარებთან ერთად სიმბოლურად ჭრელი წინდებით სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს”,- წერია ინფორმაციაში.