პაატა სალია NGO-ების დაანონსებულ აქციაზე: ეს ხალხი მოქმედებს სწორედ იმ ძალების დავალებით, ვინც დააინიცირა ეს მეგობარი აქტი

„ეს ხალხი მოქმედებს სწორედ იმ ძალების დავალებით, ვინც დააინიცირა ეს მეგობარი აქტი და ვისი მიზანიც არის, რომ საქართველოში იყოს არასტაბილური სიტუაცია, რომ შემდეგ შესაძლებელი გახდეს ხელისუფლების შეცვლა,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პაატა სალიამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დესტრუქციული ძალა, რომლებიც ცდილობენ ხელისუფლების შეცვლას.

“სწორედ ეს სუბიექტები არიან, რომელთა მიმართაც ეს აქტი შეიძლება “მეგობრულად” განვიხილოთ, ეს ხალხი მოქმედებს სწორედ იმ ძალების დავალებით, ვინც დააინიცირა ეს მეგობარი აქტი და ვისი მიზანიც არის, რომ საქართველოში იყოს არასტაბილური სიტუაცია, რომ შემდეგ შესაძლებელი გახდეს ხელისუფლების შეცვლა.

ეს რომ თავისი შინაარსით მეგობრული აქტი არ არის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, – ერთადერთი, ვის მიმართაც შეიძლება ითქვას, რომ ეს აქტი “მეგობრულად განწყობილია”, არის ის დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას, რომ შემდგომ იმ გეოპოლიტიკური ამოცანების შესრულებას შეუდგნენ, რასაც მათ “დიფ სთეითი” დაავალებს. ამიტომ, ამას მეგობარ აქტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ და ცოტა ცინიკურიც არის მსგავსი სახელწოდებით ამ აქტის განხილვა,” – განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი “მეგობარი აქტის” მხარდამჭერი აქციისთვის ემზადება. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები