“ჩვენ არ გვაქვს დრო ოპოზიციის შოუებისთვის” – ერდოღანი

ჩვენ არც პირადად, არც პარტიას და არც ალიანსს არ გვაქვს დრო ოპოზიციის შოუებისთვის,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

პრეზიდენტმა ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ოპოზიციის ამბიციამ, ფაქტობრივად, მათი გონება დაატყვევა.

“ოპოზიციის მცდელობა შიდა დაპირისპირება, ან კანონთან დაკავშირებული პრობლემები, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხად წარმოაჩინოს, ფარისევლობის პიკია – ჩვენ არც პირადად, არც როგორც პარტიას და არც როგორც ალიანსს არ გვაქვს დრო ოპოზიციის შოუებისთვის.

მათ წონასწორობა დაკარგეს იმ დონემდე, რომ თავს ესხმიან ჩვენს პოლიციას და ემუქრებიან მოსამართლეებს, პროკურორებს და სასამართლოებს. ოპოზიციური პარტია თავისი „რესპუბლიკური სახალხო პარტიით“, მედიით და სხვა სტრუქტურებით არასოდეს პასუხობს სასამართლო ხელისუფლების ბრალდებებს, იქნება ეს დიპლომის საკითხზე თუ კორუფციასა და ქურდობაზე”,- განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ანკარასა და სტამბოლში, სტამბოლის დაკავებული მერის, ექრემ იმამოღლუს მხარდამჭერი საპროტესტო აქციები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები