ილია ინჯია: საზოგადოება ნახავს, რამდენად მძიმე პერიოდის გავლა მოუწიათ „კუს ტბის წილების საქმის” მონაწილეებს

„საზოგადოება ნახავს, რამდენად მძიმე პერიოდის გავლა მოუწიათ და მძიმე ფაქტების წინაშე დადგნენ „კუს ტბის წილების საქმის“ მონაწილეები,“ – ამის შესახებ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა ილია ინჯიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეში ბევრი ემოციური მომენტია, რომელიც საზოგადოებისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს.

„კუს ტბის წილების საქმე – ასე ჰქვია. ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრი ემოციური მომენტი არის, რომელიც ძალიან დიდი ინტერესის სფერო არის ჩვენი საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, რომ საზოგადოებაც ნახავს, რამდენად მძიმე პერიოდის გავლა მოუწიათ და მძიმე ფაქტების წინაშე დადგნენ ამ საქმის მონაწილეები“, – განაცხადა ინჯიამ.

ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იმართება. კომისიის წევრები ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეს შეისწავლიან.
მისწერეთ კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები