ლაგოდეხში, ევროპისა და მსოფლიო პრიზიორის ვახტანგ შიხაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, რიგით ოცდამეერთე ტურნირი გაიმართა მკლავჭიდში
ლაგოდეხში, ევროპისა და მსოფლიო პრიზიორის ,ვახტანგ (ვატა) შიხაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, მკლავჭიდში, რიგით ოცდამეერთე ტურნირი გაიმართა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეჯიბრი 6 წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში ადგილობრივ მკლავჭიდელებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, სამოცდაათზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
,,საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვა.
გარდამავალი თასის მფლობელი გახდა,ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში ბაჩო დიღმელაშვილი”,- წერია ინფორმაციაში.