თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სტამბოლის დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
დღევანდელ აქციაზე თურქეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) მხარდამჭერები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, აქტივისტები და უფლებადამცველები იმყოფებიან.
ისინი ცენტრალური კიზილაის რაიონიდან პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან და კანონის უზენაესობის შესახებ ლოზუნგებს სკანდირებენ.
მედიის ცნობით, ამ ეტაპზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.
თურქეთის პოლიციამ ეკრემ იმამოღლუ 19 მარტს კორუფციის ბრალდებით დააკავა, მანამდე კი სტამბოლის მერის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.