„ახალი ქართული მოთხრობა“ – გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი გამოცხადდა
მწერალთა სახლი ახალგაზრდა ავტორებისთვის აცხადებს გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურულ კონკურსს „ახალი ქართული მოთხრობა“.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია ახალი ავტორების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა.
კონკურსი ქმნის პლატფორმას, სადაც 18-26 წლის ასაკის ავტორებს შეუძლიათ, წარმოაჩინონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალი. ახალი თაობის მწერლების წარმოჩენითა და ხელშეწყობით, კონკურსი ხელს უწყობს ქართული ლიტერატურული ტრადიციების გაგრძელებასა და განახლებას.
პრემია ყოველწლიურია და გაიცემა 2 ავტორზე.
ჟანრი და თემატიკა თავისუფალია.
გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება 4 ივლისს, მწერლის დაბადების დღეს.
პრემიის საპრიზო ფონდი შეადგენს 10,000 ლარს.
პრემია გაიცემა 2 ნომინაციაში:
• რჩეული მოთხრობა
• რჩეული დებიუტი
კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა:
• რჩეული მოთხრობა – 3,000 ლარი
• რჩეული დებიუტი – 2,000 ლარი
• ჯილდო სიმბოლიკით.
კონკურსი ქმნის შესაძლებლობას ახალგაზრდა ავტორებისთვის, მიიღონ პროფესიული შეფასება და უკუკავშირი გამოცდილი ჟიურისგან.
კონკურსი ხელს უწყობს ახალგაზრდა ავტორების ინტეგრაციას ლიტერატურულ წრეებში და ქმნის შემოქმედებითი სივრცის გაფართოების შესაძლებლობას.
მონაწილეობის პირობები და წესები:
• განაცხადები მიიღება 20 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით.
• მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 18 წლიდან 26 წლის ჩათვლით.
• საკონკურსოდ დაიშვება მხოლოდ ერთი მოთხრობა.
• ჟანრი და თემატიკა: თავისუფალი.
• მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან მანამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოები, რომელიც არ უნდა შეიცავდეს პლაგიატის ნიშნებს. მსგავს შემთხვევაში კონკურსანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• კონკურსანტის გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია (WORD დოკუმენტი).
• კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი).
• ინფორმაცია ადრე გამოქვეყნებული ნამუშევრების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
• მოთხრობა – WORD დოკუმენტი, შრიფტი – Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება – სტანდარტული (Multiple).
განაცხადების რეგისტრაცია:
• ყველა მოთხოვნილი ფაილი უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: info@writershouse.ge
• კონკურსანტი მიიღებს შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ.