“ქვეყანაში იქმნება პრეცედენტი, რომ ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა და ამისთვის ფინანსების მობილიზება, ამაში უცხოური ფულის აღება და მთელი ამ ფინანსების ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოყენება, იქნება დასჯადი” – შაქარიშვილი
“ქვეყანაში იქმნება პრეცედენტი, რომ ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა და ამისთვის ფინანსების მობილიზება, ამაში უცხოური ფულის აღება და მთელი ამ ფინანსების ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოყენება, იქნება დასჯადი”, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, საჯაროდ, ღია წყაროებში მოიძებნება არა ერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფონდები ხელს უწყობდნენ, აფინანსებდნენ, აორგანიზებდნენ და ახალისებდნენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებს.
“ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ ადამიანებს, წასულიყვნენ კანონგარეშე ქმედებებზე და შემდეგ ისინი ჰპირდებოდნენ მათ ე.წ. დაზღვევას, ისინი იხდიდნენ მათ ჯარიმებს, ჰპირდებოდნენ სხვა სახის ფინანსურ კომპენსაციებსაც. ჩვენი გმირი პოლიციელები, ცოცხლად რომ წვავდნენ და პიროტექნიკას უმიზნებდნენ სახისა და ტანის არეში და იცით, რომ მძიმე დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა, რამდენიმე მათგანს ამპუტაციაც კი დასჭირდა. სწორედ ამ პიროტექნიკის შეძენისთვის იხარჯებოდა და სხვა მატერიალურ ტექნიკური საშუალებების შეძენას ხმარდებოდა, რომელიც საჭირო იყო აგრესიული, ძალადობრივი აქციების ორგანიზებისა და წარმართვისათვის,” – აცხადებს ვატო შაქარიშვილი.
ცნობისთვის, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე პროკურატურამ გამოძიება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე დაიწყო.