რატი იონათამიშვილი: ნარკორეალიზატორებისადმი იქნება ისეთივე სისხლის სამართლის პოლიტიკა, როგორიც მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს, ვინაიდან შედეგობრივად ეს მონათესავე დანაშაულებია

“ნარკორეალიზატორებისადმი იქნება ისეთივე სისხლის სამართლის პოლიტიკა, როგორიც მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს, ვინაიდან შედეგობრივად ეს მონათესავე დანაშაულებია”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით,  ნარკოტიკების გაყიდვა, არ არის მხოლოდ ერთი, კონკრეტული პირის, ან ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთი კონკრეტული პირის მიმართ, არამედ ეს არის დანაშაული, რომელიც არყევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

„შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ანტინარკოტიკული რეფორმის დროს რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ნარკოდანაშაულის მხარეს დადგა. ამ ადამიანებისგან ეს არ გვიკვირს, ვინაიდან, ყოველთვის, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხებია, საქართველოს მტრულ პოზიციებს იკავებენ. მაგალითად: ომისა და მშვიდობის დროს, ისინი ომის მხარეს დგებიან; სუვერენიტეტისა და მონობის დროს, ისინი მონობის მხარეს დგებიან; ღალატისა და პატრიოტიზმის, ეროვნულობის დროს, ისინი ღალატის მხარეს ირჩევენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი პასუხისმგებლობით ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, ვინაიდან, ისიც ფაქტია, რომ დღეს, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა, ყველაზე განვითარებული სახელმწიფოებისთვისაც კი პრობლემას წარმოადგენს. ამას, ამავდროულად ემატება ისიც, რომ ტექნოლოგიების განვითარების დროს უფრო რთულად ორგანიზებული ხდება ეს დანაშაული და ამავდროულად ახალი ნარკოტიკული საშუალებები ჩნდება ბაზარზე, რასაც სჭირდება ადეკვატური რეაგირება. ამ პროცესში უმთავრესი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ეს არის უკომპრომისო ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. ვინაიდან, ნარკოტიკების გაყიდვა, არ არის მხოლოდ ერთი, კონკრეტული პირის, ან ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთი კონკრეტული პირის მიმართ, არამედ ეს არის დანაშაული, რომელიც არყევს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ამიტომ, ნარკორეალიზატორებისადმი იქნება ისეთივე სისხლის სამართლის პოლიტიკა, როგორიც მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს, ვინაიდან შედეგობრივად ეს მონათესავე დანაშაულებია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები