ლევან მახაშვილი – ოპოზიციაზე: არჩევნებამდე შიგნით შეეცდებიან გადალაგდნენ, რომ თავი დაიტოვონ საქართველოს პოლიტიკურ არეალზე
“არჩევნებამდე შიგნით შეეცდებიან გადალაგდნენ, რომ თავი დაიტოვონ საქართველოს პოლიტიკურ არეალზე, ვინაიდან ამ რეალობით, ამ სტრუქტურებით და ამ პოზიციებით, ფაქტია, შედეგებს ვერ მიაღწიეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მახაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მოცემულობით ოპოზიციამ საზოგადოებაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
„მცდელობების შემდეგ ამ ადამიანებში თვითგადააზრება მიმდინარეობს, როგორც ჩანს, მაგრამ ის პროცესი, რაც მოსალოდნელი იყო, დაწყებულია. ეს გულისხმობს გადალაგებას შიგნით, რომ შეცვალონ ის ერთობა, რაც მანამდე ჰქონდათ, შეიცვალონ პარტიები, დაშალონ და ახალი პარტიები შექმნან, ან ახალი მოძრაობები გარდაიქმნას ახალ პარტიებად. არჩევნებამდე შიგნით შეეცდებიან გადალაგდნენ, რომ თავი დაიტოვონ საქართველოს პოლიტიკურ არეალზე, ვინაიდან ამ რეალობით, ამ სტრუქტურებით და ამ პოზიციებით, ფაქტია, შედეგებს ვერ მიაღწიეს და ვერ მოიპოვეს საზოგადოებაში მხარდაჭერა“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.