რუსეთში ქართველ “კანონიერ ქურდს” დავით ფანჩვიძეს პატიმრობა მიუსაჯეს (ვიდეო)
როგორც რუსული ინტერნეტ სააგენტო „პრაიმ კრაიმი“ წერს, მოსკოვის ოლქის ხიმკის საქალაქო სასამართლომ 54 წლის ქართველი „კანონიერი ქურდის“ გიორგი ყიფიანის იგივე “პანჩოს” დაპატიმრების სანქცია გასცა. ყიფიანი რამდენიმე დღის წინ მოსკოვის საგარეუბნო პოლიციამ დააკავა, რა დროსაც ბრალდებულს ჰეროინი აღმოუჩინეს.
90-იან წლებში დავით ფანჩვიძემ სახელი გვარი შეიცვალა, ამის წყალობით ის წლების მანძილზე სამართალდამცავების თვალთახედვიდან გაქრა. თუმცა მისი იდილიური ყოფა 2007 წლისათვის დაირღვა, როდესაც ის ციხეში 6 წლის ვადით ჩასვეს. ყიფიანმა სასჯელი სრულად მოიხადა და გასულ წელს განთავისუფლდა. ამჟამად ყიფიანს 3 – დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=42gz1KgvuIE” width=”560″ height=”315″]