ქართველი მოჭიდავე ანრი ხოზრევანიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავემ ანრი ხოზრევანიძემ (67 კგ) ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ჰლებ მაკარანკა დაამარცხა.

ანრი ხოზრევანიძემ ფინალამდე იტალიელი და პოლონელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი თურქ მოწინააღმდეგეს სძლია.

საქართველოს ანგარიშზე ამ ეტაპზე ხუთი მედალია. გუშინ ვერცხლის მედალი კობა ქარუმიძემ (55 კგ), ბრინჯაოს მედლები კი რომეო ბერიძემ (63 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) მოიპოვეს. დღეს დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ) ოქროს მედალი დაიმსახურა.

ქართველი მოჭიდავეები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები