რატი იონათამიშვილი: აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის გადატვირთვას ალტერნატივა არ გააჩნია

„აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის გადატვირთვას ალტერნატივა არ გააჩნია და ეს არის აუცილებელი – ამერიკის ელჩისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მომავალში საქართველო აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

„მინდა მივესალმოთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში შეხვედრას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს ესტუმრა დანიგანი. როგორც ვიცით და შეგვიძლია ვთქვათ, ამ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს აქვთ საერთო ღირებულებები და ინტერესები. ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთო თანამშრომლობის დღის წესრიგს და იმას, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა. ეს არის ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რაც ამ შეხვედრისგან მივიღეთ“,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის მნიშვნელობაზე და ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე.

„რასაკვირველია, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადატვირთვას ალტერნატივა არ გააჩნია და ეს არის აუცილებელი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აშშ-თვისაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეფუძნებით ზუსტად იმ გამოცდილებასაც, რომ თუ ვინმე ოდესმე იყო ამერიკის ერთგული მოკავშირე, ეს იყო საქართველო, რაც ყველაზე კარგად აისახა, „აისაფის“ მისიაში საქართველოს კონტრიბუციით, სადაც ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცები იბრძოდნენ ყველაზე რთული მისიების შესასრულებლად მხარდამხარ. ეს პარტნიორობა ჩვენი მხრიდან იყო მნიშვნელოვანი კონტრიბუცია მსოფლიო მშვიდობისათვის. შესაბამისად, ფაქტია, რომ ამ შეხვედრამ უკვე თავზარი დასცა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც შემთხვევითი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ იმას, რასაც მართლაც ალტერნატივა არ აქვს და რაც ორივე ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენს სინამდვილეში, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ექნება გაგრძელება და არა იმ გამოცდილებით, რაც სამწუხაროდ, გვქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებით ვმოქმედებდით, ხოლო სხვა ქვეყნის ბიუროკრატები არა საკუთარი ქვეყნის, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესებით“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები