დავით მათიკაშვილი: სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება

“სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნარკომანია გამოწვევაა, რომლის მიმართაც სახელმწიფო ადეკვატური უნდა იყოს.

„ნარკოტიკები, ნარკომანია არის გამოწვევა, რომლის მიმართაც სახელმწიფო უნდა იყოს ადეკვატური. ყველა იმ ცვლილებას, რაც არის დაინიცირებული და რასაც ვიხილავთ საქართველოს პარლამენტში, ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში გააჩნია ერთადერთი მიზანი – ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის დაცვა იმ მავნე და მომაკვდინებელი ზეგავლენისგან, რასაც იწვევს, ზოგადად, ნარკომანია. ყველა ის შეზღუდვა, თუ გამკაცრება, რაც არის ახალი ინიციატივებით გათვალისწინებული, ემსახურება სწორედ ამ მიზანს. როგორც მოგეხსნებათ, სახელმწიფო ყველა გამოწვევის მიმართ უნდა იყოს რელევანტური იმის შესაბამისად, კონკრეტულ ვითარებაში, დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რა პრობლემის წინაშე დგას საზოგადოება. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად, ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები