“სამართლიანი ნარკოპოლიტიკა სჭირდება საზოგადოებას; პირველ რიგში, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა” – რატი იონათამიშვილი
“სამართლიანი ნარკოპოლიტიკა სჭირდება საზოგადოებას. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შეგვიძლია, დაზუსტებით ვთქვათ, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც გარედან იყო მოხვეული, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ნამდვილად არ იყო ეფექტური”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
“ამან ვერ გამოიღო და ვერც გამოიღებდა შედეგს, რაც მნიშვნელოვანი არის გაჯანსაღებისთვის, ამიტომ გამკაცრება ნიშნავს, პროპორციული სამართლებრივი მექანიზმების შექმნას იმისათვის, რომ ეფექტურად ებრძოლოს სახელმწიფო ნარკოდანაშაულს.
ის ცვლილებები, რაც არის ჩვენი მხრიდან შემუშავებული, ამისთვის იქნება ძალიან მყარი სამართლებრივი გარანტიების შემქმნელი და მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებებით გავუფრთხილდეთ ჩვენს მომავალ თაობას”, – აღნიშნავს იონათამიშვილი.