სამშენებლო კომპანიის დირექტორი თავისუფალია
სამშენებლო კომპანია “დომინუსის” გენერალური დირექტორი 50 ათასი ლარის სანაცვლოდ გირაოთი გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება 2 საათიანი პროცესის შემდეგ მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.
პროცესზე გიორგი გურულმა განაცხადა, რომ დაკავებისთანავე დაიწყო მასთან მოლაპარაკებები იმ მიზნით, რომ მას ხელი დაედო იმ მოსამართლისთვის, რომელიც კაპანაძისა და კოკაიას წინააღმდეგ საქმეს უძღვებოდა და მისთვის მოგების სანაცვლოდ თანხის აღება დაებრალებინა. გურულმა განმარტა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ის არავითარ შემთხვევაში მოსამართლეს ამ ბრალდებას ვერ წაუყენებდა.
ბრალდების მხარე გურულის პატიმრობაში დარჩენას მოითხოვდა, რადგან მისი მტკიცებით დაკავებულის მიმალვის საშიშროება არსებობსა. დაცვის მხარემ კი განმარტა, რომ გურული დაკავებამდე არაერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე და ის ყოველთვის დროულად ცხადდებოდა და გაქცევის საფრთხე არც ახლა არსებობს.
გიორგი გურულს ზესტაფონის საფეხბურთო სტადიონისა და ბაზის მშენებლობისთვის თანხების მითვისებას და აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავებიან. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ მან 83 მილიონი ლარით მეტი მიითვისა აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად.