მოსკოვში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს (ვიდეო)
მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი მირონ გოგიძე დააკავეს. რუსულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 41 წლის გოგიძეს ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი აღმოაჩნდა. რუსეთის ფედერაციის შსს-ს ცენტრალური ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის უფროსის რომან მიხაილოვის განცხადებით, მირონ გოგიძე 4 გრამზე მეტ ჰეროინს ინახავდა. მირონ გოგიძე, იგივე მირიკო, დააპატიმრეს.
როგორც თავად დაკავებულმა განაცხადა, ის 7 ჯერ იყო ნასამართლევი, მისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის საერთო ვადა კი 19 წელია. დაკავებისას გოგიძე ვიდეოკამერაზეა დაკავებული. მას ტანზე იესო ქრისტეს და სხვა წმინდანების ტატუ აღმოაჩნდა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=xhyCEFfZHDw” width=”560″ height=”315″]