ილია მეორე: აღვირახსნილობა კაცობრიობას თრგუნავს

   ადამიანმა თვითონ უნდა იმუშაოს თავის თავზე, თვითონ უნდა იფიქროს, რა მიიყვანს განვითარებამდე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, აღვირახსნილობა, რომელიც კაცობრიობას დღეს ახასიათებს, ადამიანის გონებას აჩლუნგებს.
მისივე თქმით, არის კიდევ ერთი საშუალება, ეს არის წიგნიერება, წიგნის კითხვა და მრევლს წიგნების კითხვისკენ მოუწოდა.
“მაცხოვარი ამბობს: “იყავით სრულყოფილნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს”. მაგრამ ადამიანი ვერასდროს მიაღწევს იმ სრულყოფილებას. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ადამიანის განვითარება დაუსრულებელია. ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ, რა პირობები უნდა იყოს იმისთვს, რომ ადამიანი განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა თვითონ უნდა იმუშაოს თავის თავზე, თვითონ უნდა იფიქროს, რა მიიყვანს განვითარებამდე. შეიძლება რომ აღვირახსნილობამ განავითაროს ადამიანი?! აღვირახსნილობა, რომელიც ახასიათებს კაცობრიობას დღეს, თრგუნავს გონებას, ჩლუნგდება ადამიანის გონება, იღლება, დაიღალა ადამიანი ამ უწესობისგან, ცოდვისგან, მაგრამ ამისთვის ღმერთმა მოგვცა ჩვენ სინანული და აღსარება. აღსარებაზე უნდა მივიდეს ადამიანი და თავისი ცოდვები მოინანიოს”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები