წილოსანი – ოპოზიციურ პარტიებზე: ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გარედან წამოსული დავალებები, რა მითითებებს მიიღებენ – მიიღონ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა
“პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირწმინდად დამარცხდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მათ ჩაუვარდათ ის ალტერნატიული სცენარები, რომლისთვისაც ემზადებოდნენ – ახლა ვერ გარკვეულან, რა პოზიცია დაიჭირონ თვითმმართველობის არჩევნებში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს.
“ისინი საკმაოდ მძიმე პოლიტიკური წარსულით იქნებიან წარმოდგენილები და, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, საკუთარი ამომრჩევლის იმედიც არ აქვთ. ახლა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გარედან წამოსული დავალებები, რა მითითებებს მიიღებენ ისინი – მიიღონ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა”, – განმარტავს დეპუტატი.