წილოსანი – ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ვფიქრობ, ეს ინიციატივა საზოგადოების გაჯანსაღებას მოემსახურება

“ვფიქრობ, ეს ინიციატივა საზოგადოების გაჯანსაღებას მოემსახურება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინი წილოსანი აცხადებს, რითაც ანტინარკოტიკულ რეფორმას ეხმაურება.

„ვფიქრობთ, რომ ამ ინიციატივით ერთი მხრივ შევუწყობთ ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებას და რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, მკაცრად დაისჯებიან ადამიანები, ვინც ნარკორეალიზებას შეუწყობენ ხელს, ან მონაწილეობენ ამ პროცესში“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, ანტინარკოტიკული რეფორმა საპარლამენტო უმრავლესობამ და საპარლამენტო ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შეიმუშავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები