ვახტანგ ჩოჩია: 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ჩართვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დავალებას მიიღებენ უცხოელებისგან
„2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მათი ჩართვა დამოკიდებულია არა მათზე, არამედ მათ უცხოელ პარტნიორებზე,“ – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ 4 ბარიერგადალახული პარტიის გადაწყვეტილება – მონაწილეობა არ მიიღონ ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში.
„ისინი თუ მიიღებენ დავალებას, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და ამ გზით მოახდინონ ამ არჩევნების დელეგიტიმაცია და დისკრედიტაცია, ისინი ამაზე წავლენ ცხადია. ხოლო თუ დავალება ექნებათ, რომ ჩაერთონ არჩევნებში, ისინი არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და ისევე ვერ დადებენ რეიტინგს, როგორც მათ ეს ვერ გააკეთეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს“, – აღნიშნა ჩოჩიამ.