“არანაირი შანსი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით რამე გამოვა” – ალექსანდრე რაქვიაშვილი
“არანაირი შანსი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით რამე გამოვა”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„მე ბოლოს პრეზიდენტს შევხვდი ალბათ, დაახლოებით, ერთი წლის წინ. ამ შეხვედრაზეც დავაფიქსირე პოზიცია, რომ არ შეიძლება უბრალოდ, რაღაც დოკუმენტების მიღება და აუცილებელია, საჯარო დისკუსია იყოს. ვთხოვე კიდეც პრეზიდენტს, რომ თუ მართლა უნდა, დაეხმაროს ოპოზიციას, უნდა იყოს ფასილიტატორი დისკუსიებისა და დებატების, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ დავინახეთ, ქარტია რომ გააკეთეს და გინდა-არ გინდა, უნდა მოაწერო თურმე ხელი, თითქოს რაღაც ჭეშმარიტებაა, ლამის წმინდა წერილი. ჩვენ გვქონდა რაღაც ეჭვები, მაგრამ ეს საბოლოო ტესტი იყო იმისთვის, რათა მივმხვდარიყავით, რომ არანაირი შანსი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით რამე გამოვა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.