გიორგი გაბუნია: მნიშვნელოვანია, რომ ნარკომომხმარებლების იმ ნაწილისთვის, რომლებიც ყველაზე მოწყვლადნი არიან ამ საკითხში, მათთვის გაძლიერდეს სარეაბილიტაციო მიმართულება
„ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გამკაცრდეს სასჯელი ნარკორეალიზატორებისთვის,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნია გამოეხმაურა ანტინარკოტიკულ რეფორმას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.
„მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ნარკომომხმარებლების იმ ნაწილისთვის, რომლებიც ყველაზე მოწყვლადნი არიან ამ საკითხში, მათთვის გაძლიერდეს სარეაბილიტაციო მიმართულება და მესამე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ნარკოდანაშაულისთვის კანონი მკაცრდება – ანტინარკოტიკული რეფორმა საპარლამენტო უმრავლესობამ და საპარლამენტო ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან ერთად შეიმუშავა.