“ჩვენთან ადამიანები უამრავ არასაჭირო წამალს იღებენ” – ინფექციონისტი ინფორმაციას ავრცელებს
“არაერთხელ დამიწერია იმაზე, რომ ჩვენთან ადამიანები უამრავ არასაჭირო წამალს იღებენ”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ბუწაშვილი განმარტავს, რომ ამის ბევრი მიზეზი არსებობს.
“ერთ-ერთი მათგანია ის, რომ აფთიაქში შესული ადამიანი, მაგალითად, ანტიბიოტიკს თუ ყიდულობს, ფარმაცევტი იქვე ურჩევს, რომ სჭირდება ასევე “კუჭის დამცავი” და იქვე პრობიოტიკსაც შესთავაზებს. თან რეკომენდაციას მიაყოლებს, რომ “ანტიბიოტიკთან ერთად საჭიროა”.
ამას არავითარი გამართლება არ გააჩნია და, ჩემი აზრით, დანაშაულია”, – წერს ინფექციონისტი.