გიორგი ძიგუამ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

„იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი ძიგუამ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა,“- ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დროებით დევნილ ქალებს სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის თემატიკითა და სამართლებრივი გზამკვლევი გადაეცათ.

შეხვედრაზე მინისტრი აფხაზეთიდან დროებით დევნილ ქალებს მათ პრობლემებზე ესაუბრა. საჭიროების შემთხვევაში, დახმარებასა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები