მიხეილ სარჯველაძემ, ექიმებს 8 მარტი მიულოცა

“ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ ექიმებს, იაშვილის კლინიკის ჰემატოლოგ ციალა ჩინჩალაძეს და ინფექციური საავადმყოფოს შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ხელმძღვანელს მანანა ღვაბერიძეს 8 მარტი მიულოცა,”- ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, ექიმებს, ქვეყნისა და პაციენტებისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი წვლილი სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები