პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დღევანდელ აქციას მოქალაქეების ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან საპროტესტო მსვლელობით შეუერთდნენ.
მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მე-100 დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.