პატიმრის ახლობლებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების წინ ხეზე ხელები მიიჭედეს
პატიმარ რუსლან პერტაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ქუთაისში, სასჯელაღსრულების #2-ე დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ლურსმნებით ხეზე ხელები მიიჭედეს.
ისინი პერტაიას უდანაშაულოდ მიიჩნევენ უკვე რამდენიმე თვეა ციხიდან მის გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ საქმე ძიებაში მთავარ პროკურატურას უნდა გადაეცეს და პატიმარი ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მოინახულოს.
პერტაიას ახლობლების თქმით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმებს მიმართავენ.