ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაTripadvisor-თან ერთად ახალ მარკეტინგულ კამპანიას გეგმავს

ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე Tripadvisor-ის კლიენტებთან ურთიერთობისა და ტურისტული მიმართულებების ხელმძღვანელს ენტონი პაუელს შეხვდა.

Tripadvisor-ის წარმომადგენელთან შეხვედრაზე მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვის საკითხები განიხილეს.

„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ 2025 წელს დასახული მიზნების შესახებ, თუ როგორ დაეხმარება Tripadvisor-ი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ მიზნების განხორციელებაში. დავგეგმეთ თუ რა ტიპის ისტორიები უნდა მოვუყვეთ ჩვენს აუდიტორიას, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს მიმართულების პოპულარიზაციას და წარმოვაჩინოთ თქვენი ქვეყნის სიძლიერე და კულტურა“, – განაცხადა Tripadvisor-ის წარმომადგენელმა ენტონი პაუელმა.

ITB Berlin-ის 3-დღიან ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე კომპანიასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები