ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Bloomberg-თან ახალ პროექტებს გეგმავს

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Bloomberg-თან ახალ პროექტებს გეგმავს,“- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.  

მათივე ცნობით, ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გავლენიანი მედია პლატფორმის Bloomberg-ის სამოგზაურო მიმართულების ხელმძღვანელს დევიდ მინის შეხვდა.  საუბარი შეეხო მარკეტინგულ კამპანიებს მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე.

საქართველოს ცნობადობის გაზრდილის შესახებ გასამართ აქტივობებზე საუბრობს Bloomberg-ის წარმომადგენელი.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და წევრებთან 2025 წლის სტრატეგია განვიხილეთ. ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება გლობალურად როგორ მოვიზიდოთ მოგზაურები საქართველოში და მათ აღვუძრათ ნდობა და სურვილი, რომ იმოგზაურონ საქართველოში“- აცხადებს დევიდ მინი.

ITB Berlin-ის 3-დღიან ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 20-მდე კომპანიასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები