ლიბერთი Bank of New York Mellon Corporation-ის პარტნიორი გახდა
ლიბერთი ბანკი, საკორესპონდენტო ქსელის გაფართოების და საერთაშორისო გადარიცხვების მომხმარებლისთვის გამარტივების მიზნით, ახალ პარტნიორობას Bank of New York Mellon-თან იწყებს.
წამყვან ამერიკულ ფინანსურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ლიბერთი თავის მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს შორის აშშ დოლარში გადარიცხვებსა და ჩარიცხვების კიდევ უფრო სწრაფი, მოქნილი და ეფექტური გზით შესთავაზებს.
დოლარის გადარიცხვებისა და ჩარიცხვებისთვის საჭირო განახლებული რეკვიზიტები უკვე ხელმისაწვდომია როგორც ბიზნეს, ასევე ფიზიკური პირების ინტერნეტ და მობაილ ბანკში ან ლიბერთის ფილიალებში.
“Bank of New York Mellon მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ორგანიზაციაა საკორესპონდენტო ქსელის ბაზარზე, ხოლო მასთან თანამშრომლობის დაწყება, ლიბერთის წარმატების საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს. პარტნიორობის ძალაში შესვლამდე, ლიბერთიმ გაიარა მკაცრი შეფასების პროცესი, რომელიც სხვადასხვა ფინანსური კრიტერიუმის გარდა, სანდოობის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას გულისხმობდა. მადლობა ლიბერთის გუნდის თითოეულ წევრს, რომლებსაც გადამწყვეტი წვლილი შეაქვთ ჩვენი ბანკის, როგორც უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტის მუდმივ განვითარებაში და მომხმარებლისთვის საერთაშორისო სტანდარტების სერვისების შეთავაზებაში” – ვახტანგ ბაბუნაშვილი, ფინანსური დირექტორი.