შალვა გოგოლაძე კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: კახას აქვს ქვეყნის გულშემატკივრების სიყვარული და ესაა ყველაზე დიდი ჯილდო – ის წარმოადგენს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს

სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდების ჩამორთმევასთან დაკავშირებით უკრაინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

„კახა კალაძეს არანაირი სტატუსი და ოსტატის წოდება არ სჭირდება, ის არის საქართველოს ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი და ფეხბურთელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კახის აქვს ქვეყნის გულშემატკივრების სიყვარული და ესაა ყველაზე დიდი ჯილდო მისი. ის წარმოადგენს საქართველოს ყველაზე საუკეთესო და ტიტულიან სპორტსმენს და ეს არის მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო“, – აღნიშნა სპორტის მინისტრმა „ქრონიკასთან“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები