“ფაქტია, რომ საქართველო ბევრისთვის იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუ როგორ შეიძლებოდა რუსეთზე ზეწოლა განეხორციელებინათ” – მახაშვილი

“ფაქტია, რომ საქართველო ბევრისთვის იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუ როგორ შეიძლებოდა რუსეთზე ზეწოლა განეხორციელებინათ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.

“გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გასაგებია, რატომაც და როგორც, თუმცა საქართველოს გადმოსახედიდან ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ არ ვაპირებდით, არ ვაპირებთ და არც მომავალში დავაპირებთ, რომ საქართველო ჩავაყენოთ ამ გეოპოლიტიკური თამაშის პირობებში პაიკის როლში, რომელსაც გაწირავენ მაშინ, როდესაც უნდათ და გაწირავენ ნებისმიერ ფასად“, – აღნიშნავს მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები