“ვივამედის” კლინიკური დირექტორის განცხადებით, თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, აქტივისტმა თემურ ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა.

“პაციენტი მოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში გუშინ საღამოს საათებში. მას ჩაუტარდა აუცილებელი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები, რაც საჭიროა კონკრეტულ შემთხვევაში. კონსულტირებული იქნა სხვადასხვა სპეციალისტის მიერ და პაციენტი მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში.

მისი გადმოცემით, ეს იყო შიმშილობის 48-ე დღე. მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. მას აეხსნა მოსალოდნელი გართულებების შესახებ და რაც კარგი ინფორმაცია არის, რომ მან სრულად გაითავისა ეს საფრთხეები, გაითავისა ეს რეკომენდაციები და პაციენტმა დღეს დილით შეწყვიტა შიმშილობა”, – განმარტა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები