„მინდა, მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მადლობა გადავუხადო პოლიციის თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს, რომლებიც პირველები იყვნენ სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად” – პაპუაშვილი
“მინდა, მადლობა გადავუხადო, უპირველეს ყოვლისა მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, რომლებიც პირველები იყვნენ სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად და მოსახლეობის მხარდასაჭერად”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გურიასა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში დიდთოვლობის გამო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მადლობა გადავუხადო პოლიციის თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს. მადლობა გადავუხადო ყველას, მათ შორის, მოხალისეებს, რომლებიც ადგილზე ეხმარებოდნენ მოსახლეობას, ადგილობრივებს, ვინც სტიქიასთან საბრძოლველად, გვერდით დაუდგა ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.