2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება – ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა დღეს ბრიფინგი გამართა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები