დაცული ტერიტორიების სააგენტო ინდოეთის დედაქალაქ დელიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SATTE 2025 მონაწილეობდა
დაცული ტერიტორიების სააგენტო ინდოეთის დედაქალაქ დელიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SATTE 2025 მონაწილეობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ეროვნული პარკები ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე პირველად იყო წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ, ვირტუალური რეალობის სათვალეების გამოყენებით საქართველოს ეროვნული პარკების სილამაზე დაეთვალიერებინათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესახებ გამოფენის ინდოელი ვიზიტორების ცნობიერება საკმაოდ მაღალია, რაც მნიშვნელოვანი პოტენციალია დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციისთვის ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად აგრძელებს მუშაობას საქართველოს ეროვნული პარკების ცნობადობის გაზრდისა და საერთაშორისო ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიმართულებით.