British Airways-ის ავიარეისების დაწყებამდე ბოლო ტექნიკური დეტალები დაზუსტდა
British Airways-ის წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას წარმომადგენლებს. მათ გაცვალეს ინფორმაცია და მოთხოვნები საოპერაციო და სახმელეთო მომსახურების ნაწილში. ასევე, გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი ავიაკომპანიის თანამშრომლებს ტავ ჯორჯიას წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რეგისტრაციისა და საპასპორტო კონტროლის ზონები, გასასვლელები და პრაიმკლას დარბაზი დაათვალიერებინეს.
British Airways-ი თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 31 მარტიდან იწყებს. პირდაპირი რეგულარული ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ჰითროუს აეროპორტს შორის კვირაში ოთხჯერ შესრულდება.