თბილისში დღეს მზიან ამინდს ვარაუდობენ
თბილისში დღეს მზიან ამინდს ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღისით 8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
ქუთაისში დღისით +4 და ღამით -3 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები თოვას ვარაუდობენ.
თოვლს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2. იწვიმებს ბათუმში, სადაც დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +6, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +5 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით 1 გრადუსი იქნება, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ამბროლაურში, ჰაერი 4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვს ჭიათურაშიც, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი იქნება ახალციხეში, დღისით ჰაერი 4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც თოვლს ელოდებიან, 5 იქნება დღისით, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, დღისით 3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -16 გრადუსი დაფიქსირდება.
ითოვებს გორში, სადაც დღისით 3 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -16 გრადუსი იქნება. ომალოშიც ითოვებს, დღისით -3, ღამით კი -17 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. 3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში მზეა. დღისით 8 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით 7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
რუსთავშიც მზიანი დღეა, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.