პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი
პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დღევანდელ აქციას ფილარმონიიდან საპროტესტო მსვლელობით „დედების მარში“ შეუერთდა.
მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 96-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.