აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრა მიმდინარეობს
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია გახსნილია 152 საარჩევნო უბანი და ამომრჩეველთა რიცხვი 134 ათას ადამიანს შეადგენს. გარდა აფხაზეთისა, რამდენიმე საარჩევნო უბანი გახსნა მოსკოვსა და ჩერკესკში.
ე.წ. არჩევნების მეორე ტურში პოლიტიკოსი და პირველი ტურის გამარჯვებული ბადრა გუნბა და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა მონაწილეობენ. პირველ ტურში, რომელიც 15 თებერვალს გაიმართა, გუნბამ ხმების 46,38% მიიღო, არძინბამ კი 36,92%.