იმერეთის რეგიონმა, დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 40-მდე ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიღო
„იმერეთის რეგიონმა დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 40-მდე ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიღო,“ – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამოგზავნილი პროდუქტი იმერეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა.