სოზარ სუბარი: სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის, აბსოლუტური არის ადამიანის ღირსება

„როცა ადამიანის ღირსებას ეხებიან, ცილს სწამებენ, მასზე საზიზღრობებს ლაპარაკობენ და ამ დროს არ შეუძლია თავის დაცვა, ეს დემოკრატია კი არ არის, არამედ ეს არის ადამიანობისა და სახელმწიფოს საფუძვლების ნგრევა”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, სიტყვის თავისუფლება კი არ არის აბსოლუტური, არამედ აბსოლუტურია ადამიანის ღირსება.

„ამ ეტაპზე პარლამენტში რაც არის დარეგისტრირებული კანონპროექტი, ეხება მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს, მაგრამ, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლება გაცილებით ფართო სფეროა, რომელიც ასევე საჭიროებს დარეგულირებას. ჩვენ შევქმენით ის მცდარი ნარატივები, რომ ჟურნალისტი ხელშეუხებელია და სიტყვის თავისუფლება გავხადეთ აბსოლუტური. არადა, სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის, აბსოლუტური არის ადამიანის ღირსება. როცა ადამიანის ღირსებას ეხებიან, ცილს სწამებენ, მასზე საზიზღრობებს ლაპარაკობენ და ამ დროს არ შეუძლია თავის დაცვა, ეს დემოკრატია კი არ არის, არამედ ეს არის ადამიანობისა და სახელმწიფოს საფუძვლების ნგრევა. სწორედ ამასთან დაკავშირებით არის კანონები შემოსატანი, რათა ბალანსი აღდგეს ადამიანის პირად ცხოვრებას, ღირსებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები