ეკონომიკის სამინისტრო კახა ბენდუქიძეს მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს

  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სამინისტროს კახა ბენდუქიძის მიერ შექმნილი „ცოდნის ფონდის“ საინვესტიციო ვალდებულებების პირნათლად შესრულების ფაქტის აღიარება დაევალა. ფონდმა 9 მილიონ ლარად და 8 მილიონიანი ინვესტიციის ვალდებულებით შეიძინა ქონება, სადაც ამჟამად აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტებია განთავსებული.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის სახელმწიფო ვალდებულია, სრულად აანაზღაუროს დავის პროცესში უნივერსიტეტისთვის მიყენებული ზარალი.
„სასამართლომ დაადგინა, რომ ეკონომიკის სამინისტრო სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ ადასტურებდა უნივერსიტეტების მიერ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ფაქტს და, შესაბამისად, სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, უმოკლეს დროში გამოსცეს ჩვენ მიერ სახელშეკრულებო პირობების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი“, – განაცხადა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ.
ეკონომიკის სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სასამართლოდან ოფიციალური განჩინება ჩაბარდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები