საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ევროპის ვიცე-ჩემპიონია
თურქეთში იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენთან ანგარიშით 11:15 დათმო.
იუნიორ ქალთა კატეგორიაში ალექსანდრა კუვაევა საქართველოს სახელით მოასპარეზე პირველი სპორტსმენია, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე მედალი მოიპოვა.
მან მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში იტალიელი სპორტსმენები დაამარცხა.
ქართველი მოფარიკავეები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.