მამუკა მდინარაძე: თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ ტექნიკამ იმუშაოს – ეს არის მათი სახე
,,თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ ტექნიკამ იმუშაოს. ერთ-ერთ ვიდეოში, სანამ Live-ი ჩაირთვებოდა წინასწარ გაეპარათ ხმა, რომ არ აწყობდათ ტექნიკის მუშაობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენიმე დღეა მანიპულაციები მიმდინარეობს.
„რამდენიმე დღეა მანიპულაცია მიმდინარეობს ასეთ თემებთან დაკავშირებით. წარმოუდგენელი ამბავი ხდება იმიტომ, რომ აქაც კი იქნება რაღაცას გამორჩნენ მავნებლობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. გუშინდელი ერთი ვიდეოც მოწმობდა ამას, რომ თურმე „ნაცებს“ არ აწყობთ, რომ იმუშაოს ტექნიკამ. ნახეთ თქვენ, როგორ გაეპარათ ერთ-ერთ ვიდეოში მათ ხმა, სანამ Live-ი ჩაირთვებოდა წინასწარ გაეპარათ ხმა, რომ არ აწყობდათ ტექნიკა რომ მუშაობს. ეს არის მათი სახე, მაგრამ არ გავაგრძელებ იმიტომ, რომ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. ახლა არის ხელჩართული, ასე დავარქვათ, მუშაობის დრო იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეული ადამიანი გამოვიყვანოთ საჭიროების შემთხვევაში, მივაწოდოთ საჭირო მედიკამენტი და პროდუქტი, გავუწმინდოთ გზა, მივიდეთ დანიშნულების ადგილზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ.